ვანო მერაბიშვილი: აქტიურ პოლიტიკაში ჩავერთვები და ყველას შევხვდები
აქტიურ პოლიტიკაში ჩავერთვები და ყველას შევხვდები, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა და შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ჟურნალისტებს ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.
“ძალიან მახარებს რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი ერთადაა. რაც შეეხება რომელ პარტიაში ვიქნები, ამ ეტაპზე მე ამაზე პასუხი არ მაქვს. ჩემი უახლოესი მეგობრები და თანამებრძოლები დღეს სხვადასხვა პარტიაში არიან, მე ყველა მათგანს შევხვდები და მივიღებ გადაწყვეტილებას და ჩამოყალიბების შემდეგ საზოგადოება ამას გაიგებს. გაძლევთ გარანტიას, რომ გავიმარჯვებთ, აქტიურ პოლიტიკაში ჩავერთვები და ყველას შევხვდები”, – განაცხადა მერაბიშვილმა.