ელენე ხოშტარია აქციის მონაწილეებზე: ეს ახალგაზრდები არიან პარტიული აქტივი 

პარტია “ევროპული საქართველოს” ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ, დეპუტატი ელენე ხოშტარია მივიდა.

ხოშტარიას თქმით, აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” პარტიული აქტივისტები არიან.

“ეს ახალგაზრდები არიან პარტიული აქტივი და მათ დავალებებს აძლევენ. გულწრფელად ვწუხვარ, ასეთი ქვეყანა არ გვინდა ჩვენ, სადაც პარტიები თავისუფლების სივრცეს კი არ უქმნიან, პარტიულ დავალებებს აძლევენ. პოლიტიკურად ჩვენთვის ეს პროცესი ახალო არ არის. როდესაც “ ქართულ ოცნებას” არ აქვს არგუმენტი, აწყობენ აქციებს”,- განაცხადა ხოშტარიამ.

მისი თქმით, გუშინ პარლამენტში მომხდარი ინციდენტი “იყო არა საბჭოთა ჰიმნის გაჟღერება, არამედ პარლამენტში მიმდინარე საბჭოთა მოვლენისთვის სახელის დარქმევა”.

კითხვაზე დატოვებს თუ არა ელენე ხოშტარია მანდატს, ასე უპასუხა:

“მე მანდატს დავტოვებ იმის მიხედვით, თუ რა სჭირდება ქვეყანას და არა იმის მიხედვით, დღეს ბიძინა ივანიშვილმა რა ხრიკი ჩაიფიქრა”,- განაცხადა ხოშტარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები