კახა კალაძე – „ქართული ოცნება“ მზადაა ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისთვის, რათა 2020 წლის არჩევნებისთვის გონივრულ საარჩევნო სისტემაზე შევთანხმდეთ

თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ევროპარლამენტს, ევროპის სახალხო პარტიას, ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატების ჯგუფს, ასევე ამერიკელ კონგრესმენ ადამ კინზინგერსა და სენატორ ჯიმ რიშს მიმართავს და აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის.

„პარტია „ქართული ოცნება“ მზად არის ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისთვის, რათა მიღწეულ იქნას შეთანხმება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ყველაზე გონივრულ საარჩევნო სისტემაზე“, – წერს კახი კალაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები