კურორტ ბეშუმის დარაჯებს თოვლზე სასიარულო თხილამურები გადაეცათ

ხულოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები კურორტ ბეშუმში იმყოფებოდნენ. ხულოს მერი ვახტანგ ბერიძე, მოადგილე ნადიმ ვასაძესთან და ა (ა) იპ ,,კურორტი ბეშუმის“ დირექტორთან ემზარ ბოლქვაძესთან ერთად ბეშუმს ეწვია და კურორტის დარაჯებს თოვლზე სასიურულო თხილამურები გადასცა. ამასთან, ვახტანგ ბერიძე კურორტზე არსებულ მდგომარეობასაც გაეცნო.
,,დღეს ა(ა)იპ კურორტ ბეშუმს ვეწვიეთ. მოვინახულეთ კურორტის თანამშრომლები, აქაური მკაცრი ზამთრის პირობების გასაუმჯობესებლად თოვლზე სასიარულო თხილმურები გადავეცით, რითაც ისინი მარტივად შეძლებენ გადაადგილებას. მინდა მადლობა გადავუხადო მათ გაწეული საქმიანობისათვის. ჩვენ, თვითმმართველობა, მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ შევუქმნათ კარგი სამუშაო პირობები“, – აღნიშნა ვახტანგ ბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები