აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს სხდომა ხმაურის ფონზე ჩატარდა

0

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს სხდომამ სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. მრჩეველთა საბჭოს წევრმა, გია ქარცივაძემ დღის წესრიგის დამტკიცებამდე იმ დოკუმენტის წარდგენა მოითხოვა, რომელიც სამსახურის უფროსების მოადგილეთა შტატის გაუქმებასთან დაკავშირებით ცვლილებებს ეხება. მისი განმარტებით, ასეთი დოკუმენტი დირექტორს, გიორგი კოხტრიძეს არ წარმოუდგენია, შესაბამისად, დღის წესრიგს მხარი არ დაუჭირა.

ცნობისთვის, სხდომის დღის წესრიგში მესამე საკითხადაა ჩანიშნული საშტატო ერთეულების გაუქმება, რასაც არხის თანამშრომელთა ნაწილი ეწინააღმდეგება.

სხდომაზე მესამე სექტორის წარმომადგრბლებიც იმყოფებიან. ასევე მაუწყებლის თანამშრომლები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი