სალომე ზურაბიშვილი: ვგმობ მოვლენების ტრაგიკულ განვითარებას და ვიზიარებ უკრაინელი ხალხის მღელვარებას

“ვგმობ მოვლენების ტრაგიკულ განვითარებას და ვიზიარებ უკრაინელი ხალხის მღელვარებას”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს, რითაც უკრაინაში, დონბასში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის შეშფოთებულია უკან გადადგმული ნაბიჯის გამო.

„აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური საომარი მოქმედებების განახლება წარმოადგენს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული სუვერენიტეტის დარღვევას. მე შეშფოთებული ვარ ამ უკან გადადგმული ნაბიჯების გამო, ვგმობ მოვლენების ტრაგიკულ განვითარებას და ვიზიარებ უკრაინელი ხალხის მღელვარებას“,-წერს პრეზიდენტი „ტვიტერში“.

ცნობისთვის, უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბის ინფორმაციით, უკრაინაში, დონბასში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების თავდასხმების შედეგად 1 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და 4 დაშავდა. მათივე ცნობით, უკრაინულ მხარეს პოზიციები არ დაუკარგავს, ხოლო საბრძოლო მოქმედებები ამ დროისთვის შეწყვეტილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები