ზესტაფონის მერი, 8 წლის თათული ხუჯაძეს, კვირის ერთ დღეს, მასთან ერთად მერის ამპლუაში ყოფნას სთავაზობს

ზესტაფონელმა გოგონამ, 8 წლის თათული ხუჯაძემ გადაწყვიტა, მერს შეხვედროდა და მისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი, თავად გიორგი გოგლიჩიძისგან მიეღო.
ბავშვობიდან – ზესტაფონის მერობამდე, პატარა თათული შეეცადა გაეგო რთული იყო თუ არა გზა, რომელიც მერმა ბავშვობიდან დღემდე გაიარა. კითხვებთან ერთად სტუმარს, სურვილებიც ჰქონდა. მისი სურვილია, რომ ზესტაფონში ბავშვთა საავადმყოფო იყოს, ასევე მოეწყოს გასართობი სტუდია და მეტი გასართობი სივრცე პატარებისთვის.
საუბრის დასრულების შემდეგ, თათული ხუჯაძემ თქვა, რომ მერთან შეხვედრა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჟურნალისტობაზე ოცნებობს, და მისი პირველი რესპოდენტი საგანგებოდ შეარჩია.
ზესტაფონის მერმა, თათული ხუჯაძეს შესთავაზა, რომ კვირის ერთი დღე მასთან ერთად გატაროს და საკუთარი თვალით ნახოს, თუ როგორ ატარებს ერთ სამუშაო დღეს მერი და მისგან რჩევებიც მიიღოს. პატარა თათულის მერის შემოთავაზება ძალიან მოეწონა.

საუბრის დასრულების შემდეგ, თათული ხუჯაძემ მერთან სამახსოვრო ფოტო გადაიღო. გიორგი გოგლიჩიძემ სტუმარს, საბავშვო წიგნები უსახსოვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები