დავით ზალკალიანი: სამხედრო ესკალაცია ძირს უთხრის მშვიდობიანი დარეგულირების ძალისხმევას და ანგრევს პროგრესს ამ პროცესში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი დონბასში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

მისი თქმით, სამხედრო ესკალაცია მშვიდობიანი დარეგულირების ძალისხმევას ძირს უთხრის.

„ღრმად ვართ შეშფოთებული ზოლოტოეში რუსეთის მხარდაჭერით განხორციელებული თავდასხმის შესახებ გავრცელებული ცნობით. სამხედრო ესკალაცია ძირს უთხრის მშვიდობიანი დარეგულირების ძალისხმევას და ანგრევს პროგრესს ამ პროცესში“, – წერს ზალკანიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დილით პრორუსმა მებრძოლებმა სოფელ ზოლოტოეს მახლობლად ძალთა ე.წ. დაშორიშორების ხაზის გადაკვეთა სცადეს და უკრაინელი სამხედროების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მხრიდან საარტილერიო ცეცხლის გახსნისა და შეტევის მცდელობის დროს ერთი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ხუთი დაშავდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები