მოწმეები აღარ დაიკითხებიან – ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებული თავს დამნაშავედ ცნობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებული ბაკურ სორდია თავს დამნაშავედ მიიჩნევს. ამის შესახებ მან ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზე განაცხადა. მანამდე, სორდია ბრალს ნაწილობრივ აღიარებდა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭიამ, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები უდავოდ ცნო, რის თანახმადაც, შემდეგ პროცესზე მოწმეებს აღარ დაკითხავენ.

მოსამართლის აღნიშნული გადაწყვეტილებით უკმაყოფილო არიან გარდაცვლილი ქალის ნათესავები და ოჯახი. მათი თქმით, ყველა მოწმე უნდა დაიკითხოს, მათ შორის, დეპუტატი ზაზა ხუბუა, რომლის ბოსელშიც 33 წლის ქალი ჩამომხვრჩვალი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ -სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, გარდაცვლილი ქალის ბეუღლე ბაკურ სორდია 30 დეკემბერს დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 115- ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები