ბათუმში თამბაქოს მწარმოებლები საპროტესტო აქციას მართავენ

ბათუმში მთავრობის სახლის წინ, თამბაქოს მწარმოებლები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მთავრობამ თამბაქოზე შეზღუდვებთან დაკავშირებით დანაპირები არ შეასრულა.
,,დღეს შემოსავლების სამსახურმა გააფრთხილა მეთამბაქოები, რომ ხვალიდან ადგილობრივი წარმოების თუთუნი ჩამოერთმეიდათ. ხალხმა კი მთავრობის დანაპირები შეახსენა, უთხრეს რომ მთავრობამ დაგვპირდაო პასუხად კი მიიღეს -წადით და ვინც დაგპირდათ იმას მიაკითხეთო. ეს ყოველგვარ ზღვარს სცილდება”- განაცხადა უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ.
შეგახსენებთ, რომ ფერმერებმა თამბაქოზე შეზღუდვების წინააღმდეგ აქცია ქედაში რამდენიმე თვის წინ გამართეს, მოგვიანებით კი პარლანენტის მიერ დადგენილი ახალი რეგულაციები მთავრობის სახლთან გააპროტესტეს და თავმჯდომარეს შუამდგომლობა სთხოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები