ანზორ ბოლქვაძემ მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობასა და ადგილობრივი მთავრობის ქმედით ნაბიჯებზე ისაუბრა

ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარმა დეპუტატმა, ანზორ ბოლქვაძემ პლენარულ სხდომაზე მაღალმთიან აჭარაში თოვლის სახით მოსულ უხვ ნალექზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 13-16 თებერვალს, დიდ თოვლიანობის გამო, მაღალმთიან აჭარის სამივე მუნიციპალიტეტში ქედა, შუახევსა და ხულოში, რომელიც 30 ადმინისტრაციულ ერთეულს და 215 სოფელს აერთიანებს, დაბალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია, მაღალ სოფლებში კი ორ მეტრსაც გადააჭარბა.

„სამივე მუნიციპალიტეტში 24 საათის განმავლობაში მუშაობდა სატრანსპორტო მართვის შტაბები, რომელშიც მერიის თანამშრომლებთან ერთად გაერთიანებული არიან საგზაო, სახანძრო, სამაშველო, „ენერგო პრო ჯორჯიას” და სხვა შესაბამისი მიმართულების წარმომადგენლები. შტაბებს ძირითადად ხელმძღვანელობდა მუნიციპალიტეტის მერები და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. დიდ თოვლიანობის შედეგად გამოწვეულ პრობლემებზე ხდებოდა ერთიანი კოორდინირებული რეაგირება, გაწმენდითი სამუშაოებს სამივე მუნიციპალიტეტში საგზაო დეპარტამენტი 60-მდე მობილიზებული ტექნიკით, ინტენსიური თოვლის დროს აქტიურად ახორცილებდა. მოხდა ტექნიკის დამატება და დაქირავება. რთული და ზვავ საშიში მონაკვეთების მიუხედავად, საგზაო დეპარტამენტი ინტენსიურად აწარმოებდა და დღესაც მიმდინარეობს გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები. ამჟამად ბათუმი-ხულოს მონაკვეთზე ნებისმიერ გამავლობის ავტომობილისთვის მოძრაობა თავისუფალია, ასევე გაწმენდილია და უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სოფლებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდა, სოფლების 70%-ში შესაძლებელია გადაადგილება. სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და ორი დღის განმავლობაში ყველა მიმართულებით მოძრაობა აღდგება”, – განაცხადა ანზორ ბოლქვაძემ.

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ უხვმა ნალექმა ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება გამოიწვია, მაგრამ აქტიური მუშაობის შედეგად, დღეის მდგომარეობით, ყველა აბონენტს ელექტროენერგია მიეწოდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები