ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გარდაცვლილი ეკა მიქავას ახლობლები აქციას მართავენ
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან შამგონაში 28 დეკემბერს გარდაცვლილი ეკა მიქავას ახლობლები, რომლის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახური ძალადობის ბრალდებით მეუღლეა დაკავებული, საპროტესტო აქციას მართავენ.
გარდაცვლილი ქალის მშობლების განცხადებით, ეჭვი აქვთ, რომ გამოძიება აღნიშნულ საქმეზე კონკრეტულ პირებს ხელს აფარებს, რადგან მათი ვარაუდით ყოფილმა მეუღლემ ცოლს ჯერ სცემა, შემდეგ მოკლა და მეზობლის ბოსელში თოკით ჩამოკიდა.
მათივე მტკიცებით ამ ყველაფერში მას საკრებულოს წევრი ზაზა ხუბუა ეხმარებოდა.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 14:00 საათზე საქმის არსებითი განხილვაა ჩანიშნული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ -სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, გარდაცვლილი ქალის ბეუღლე ბაკურ სორდია 30 დეკემბერს დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 115- ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.