“ცუდია, რომ ოპოზიციას არ აინტერესებს პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში, სადაც საზოგადოებამ უნდა მოისმინოს, რა გააკეთა პარლამენტმა 2019 წელს და რა კანონები მიიღო”

ცუდია, რომ ოპოზიციას არ აინტერესებს პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში, სადაც საზოგადოებამ უნდა მოისმინოს, რა გააკეთა პარლამენტმა 2019 წელს და რა კანონები მიიღო, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე დამოუკიდებელი დეპუტატების განცხადებას დღევანდელი სხდომის ბოიკოტთან დაკავშირებით.

მდინარაძის თქმით, ოპოზიციის პიარული მცდელობაა, რომ მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია არ მიეწოდოს.

„დღეს არის ის დღე, როდესაც 2019 წელზე ამ კონტექსტში პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობს, როცა მოწვეულები არიან მთავრობის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ელჩები და გარეთ რამდენიმე ათეულ კაცს რა უნდა? რას იტყვიან, რას ვაპროტესტებთო? და თქვეს იმ 15 წამს ვაპროტესტებთ, როცა ვიღაცამ ღილაკზე ხელი უნდა დააჭიროს შოთაძის ასარჩევად და ამ 15 წამიანი პროცედურის გამო პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში არავინ უნდა ახსენოს, საერთოდ არ უნდა ვილაპარაკოთ ამაზე რა გააკეთა პარლამენტმა 2019 წელს. ეს არის მათი დღის წესრიგი. მათი ინტერესი არ არის ილაპარაკონ თემებზე, რომელიც, მაგალითად ჩაიდო იმ 400-ზე მეტ კანონში. იქ ხომ უამრავი ისეთი გადაწყვეტილება იყო მიღებული პარლამენტის მიერ, რომელიც მოქალაქეების კონკრეტულ საჭიროებებზეა მორგებული.

ყველანაირი მათი პიარული მცდელობა, რომ ეს არ გავიდეს გარეთ, გადაიფარება საბოლოოდ იმით, რომ თითოეულ ადამიანთან მაინც მიდის ეს გადაწყვეტილებები აღსრულების პროცესში და ამაზე ისაუბრებს დღეს პარლამენტის თავმჯდომარე”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები