“ახალგაზრდობის სააგენტო” რეგიონებში კონკურსს აცხადებს

„ახალგაზრდობის სააგენტო“, რეგიონებში ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებისა და არაფორმალური განათლების განვითარებისთვის მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსს აცხადებს, რომელიც ათივე რეგიონში თანაბრად განაწილდება.

რეგიონულმა ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა საკონკურსოდ გრძელვადიანი და განმეორებადი შედეგების მომტანი პლატფორმული პროექტები უნდა წარმოადგინოთ, რომლებიც არაფორმალური განათლების გზით უზრუნველყოფენ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის კომპეტენციების ზრდას, მხარდაჭერას გაუწევენ ახალგაზრდულ ინიციატივებს და უზრუნველყოფენ მათ ჩართულობას ადგილობრივ და საზოგადოებრივ ეკონომიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში.

კონკურსი 2020 წლის 24 თებერვლიდან დაიწყება, საკონკურსო წინადადებების შემოტანა ახალგაზრდულ ორგანიზაციებს 31 მარტის ჩათვლით შეგეძლებათ.

საგრანტო კონკურსს ახალგაზრდობის სააგენტო სამწლიანი რეფორმის ფარგლებში ახორციელებს, რომელიც ევროპული მოდელით შეიქმნა და მიზნად ისახავს არაფორმალური განათლების გზით ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებას, რაც საერთო ჯამში ქმნის ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემას.

საგრანტო კონკურსის პერიოდში ახალგაზრდობის სააგენტო რეგიონულ საინფორმაციო ტურნეს გამართავს თითოეულ რეგიონში. 20 თებერვალს გაიმართება გორში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები