პატრიარქი: საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია და შემთხვევით არაა, რომ სენი, რომელიც მთელს მსოფლიოს მოედო, საქართველოში არ არის

“საქართველო წილხვედრია ღვთისმშობლისა. შემთხვევითი არ არის რომ ის სენი, რომელიც მოედო მთელს მსოფლიოს საქართველოში არ არის, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.
მან მრევლს მირქმის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს დღესასწაული აღდგომის ტოლია.

„ჩვენთან არს ღმერთი. გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს, მირქმას, ეს არის იმდენად დიდი დღესასწაული, რომ წმინდა მამები ამბობენ, აღდგომის ტოლია. აღდგომა სულიერი აღდგომაა. მოგმადლოთ უფალმა. დღეს არის შეხვედრა ძველისა და ახლისა აღთქმისა, დღეს არის შეხვედრა და განახლება ერისა. წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა იყოს თქვენთანა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, ღმერთმა ინებოს, რომ მომზადებული შევხვდეთ მაცხოვრის მეორედ მოსვლას. დაგლოცავთ თქვენ, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს“, – აღნიშნა პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები