თურქეთში რუსეთის ელჩს სიკვდილით ემუქრებიან – ანკარამ საელჩოს უსაფრთხოება გაამკაცრა
თურქეთის ხელისუფლებამ, ანკარაში რუსეთის საელჩოს უსაფრთხოება გაამკაცრა. ამის მიზეზი გახდა, მუქარის შემცვლელი შეტყობინებები, რომელსაც ქვეყანაში რუსეთის ელჩი ალექსი ერხოვი, იდლიბის პროვინციაში ვითარების ესკალაციასთან დაკავშირებით ღებულობს.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის დიპლომატიური სამსახურის პრეს-ატაშე, ირინა კასიმოვა, ავრცელებს.
„ჩვენი თხოვნით, თურქეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიიღო. ზოგიერთი, ელჩს ემუქრება სიტყვებით: „ელჩო, ანკარას ქუჩებში არ გახვიდე”. გვესმის, რომ ადამიანები, რომლებიც ამას წერენ, მკვლელობაზე არ წავლენ, და უბრალოდ ამით გაბრაზებას გამოხატავენ. მაგრამ, მაინც ამის არგათვალისწინება, შეუძლებელია“, – თქვა პრეს-ატაშემ.