მოსკოვში, პატიმრობის შეფარდების გამო, ყოფილმა ჩინოვნიკმა სასამართლოს დარბაზში თავი მოიკლა

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ავტოტრანსპორტის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ვიქტორ სვირიდოვმა, მოსკოვში, ჩერტანოვსკის სასამართლოს დარბაზში, თავი მოიკლა.

ამის შესახებ რუსულ მედიას ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურაში წყარომ განუცხადა.

მომხდარის გარემოებები დგინდება.

სვირიდოვმა თავი მას შემდეგ მოიკლა, რაც მოსამართლემ მას სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ყოფილ ჩინოვნიკს ბრალად 10 მლნ რუბლის ოდენობით ფულის გამოძალვა ედებოდა. მანამდე მას ქვეყნიდან გასვლა ჰქონდა აკრძალული.

როგორც РБК-ს სვირიდოვის ადვოკატმა, გრიგორი ივანიშჩევმა უთხრა, „დიდი ალბათობით ის გარდაიცვალა“.

მედია აღნიშნავს, რომ ბრალდებულს პისტოლეტი ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები