კახა კალაძე: სტრასბურგში ჩვენი ჩამოსვლა მნიშვნელოვანია, რადგან ევროპარლამენტის წევრებს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე სრულყოფილ ინფორმაციას მივაწვდით

ჩვენი სტრასბურგში ჩამოსვლა მნიშვნელოვანია, რადგან ევროპარლამენტის წევრებს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე სრულყოფილ ინფორმაციას მივაწვდით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, არჩევნებთან დაკავშირებით ძალიან დიდი ყურადღებაა.

“მე მგონია, რომ ჩვენი ჩამოსვლა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ გვექნება შეხვედრები ევროპარლამენტის წევრებთან, სხვადასხვა ფრაქციისა და კომიტეტის წარმომადგენლებთან. ჩვენ მივაწვდით ყველანაირ სრულყოფილ ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, იმ რეფორმებზე, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება. თქვენ იცით, რომ ასოცირების ხელშეკრულებით ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ვალდებულებები გვაქვს, როგორც ქვეყანას აღებული და თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ ვახორციელებთ ამ რეფორმებს. ცხადია კითხვები იქნება და პასუხებიც მოჰყვება ჩვენი მხრიდან. შევეცდებით, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში სრულყოფილი პასუხი გავცეთ. ძალიან დიდი ყურადღებაა არჩევნებთან დაკავშირებით, თუ როგორ ჩატარდება და როგორი იქნება საარჩევნო გარემო. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არჩევნები აუცილებლად ჩატარდება მშვიდობიან გარემოში და იქნება გამჭვირვალე”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები