ლუკაშენკო ქვეყნის მედიას – „ზედმეტადაც ნუ გვაქებთ“
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ, ქვეყნის სახელმწიფო მედიას მოუწოდა ხელისუფლების პოზიცია „საქმიანად“ გააშუქონ, პრეზიდენტის „ზედმეტი ქება“ საჭირო არ არის.
ამის შესახებ ლუკაშენკომ ბელარუსის წამყვანი სახელმწიფო მედიასაშუალებების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე თქვა.
“ბუნებრივია, ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით ობიექტურები. მაგრამ ჩვენი ახალი ამბები, ჩვენი პატიოსანი პოზიცია ყველამდე უნდა იყოს მიტანილი და ყველას მიერ გაგონილი. სასირცხვილოც არაფერი გვაქვს – ქვეყანას და ხალხს ვემსახურებით. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ზედმეტობაა საჭირო, როდესაც პრეზიდენტს აქებთ. ყველაფერი საქმიანად უნდა გაკეთდეს. მხარდამხარ უნდა ვაკეთოთ საქმე, ერთმანეთს მხარი დავუჭიროთ, შევავსოთ და გავაძლიეროთ“, – თქვა ლუკაშენკომ.
მისი თქმით, ბელარუსის საზოგადოება გამოვიდა საბჭოთა კავშირის დაშლის დროიდან, როდესაც ჟურნალისტები „ჩვენიანებად“, ან „სხვისიანებად“ იყოფოდნენ.