“ჩნდება ეჭვი, რომ გიგი უგულავას თემის წინ წამოწევამდე ოპოზიციას განზრახული ჰქონდა, მოლაპარაკებები არ შემდგარიყო”

ყოველთვის მქონდა ეჭვი, რომ მოლაპარაკებები ჩვენი ოპონენტების მთავარი ამოცანა არ იყო, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ოპოზიციის ლიდერების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად მორიგი შეხვედრა არ გაიმართება.

ვოლსკის თქმით, ჩნდება ეჭვი, რომ გიგი უგულავას თემის წინ წამოწევამდე ოპოზიციას განზრახული ჰქონდა, მოლაპარაკებები არ შემდგარიყო.

“ყოველთვის მქონდა ეჭვი, რომ მოლაპარაკებები არ იყო ჩვენი ოპონენტების მთავარი ამოცანა. შეიძლება ზოგიერთი მათგანი ფიქრობდა ან იმედი ჰქონდა, რომ მთავარ ძალებს, მხედველობაში მყავს “ნაციონალური მოძრაობა” და მათი სატელიტები მოლაპარაკება აწყობთ იმიტომ, რომ მათი შემოთავაზება, თუნდაც 130/20 იმდენად უსაფუძვლო და შეუსაბამოა ვენეციის კომისიის დასკვნებთან, რომ აქედან კიდევ ერთი ეჭვი ჩნდება, სანამ გიგი უგულავას თემა წამოვიდოდა წინ, საკმაოდ სერიოზული იყო განზრახვა, რომ ეს მოლაპარაკებები არ შემდგარიყო”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები