ვარკეთილში ყოფილმა ქმარმა ახალგაზრდა ქალი დაჭრა
თბილისში, ვარკეთილში, ჯავახეთის ქუჩაზე 21 წლის ქალი ყოფილმა ქმარმა ცივი იარაღით დაჭრა.
არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.
ახალგაზრდა ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და პაციენტი დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.