სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა გაიზარდა
გასულ წელს 2018 წელთან შედარებით, სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 1.2 მლნ.ტონით გაიზარდა.
ოფიციალური სტატისტიკით, 2019 წლის იანვარ-დეკემბერში გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 42.3 მლნ ტონა შეადგინა, ხოლო 2018 წლის ამავე პერიოდში 41.1 მლნ ტონა ტვირთის გადაზიდვა მოხერხდა.
გაიზარდა სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაც. გასულ წელს სატრანსპორტო 412.2 მლნ მგზავრს მოემსახურენ, ხოლო 2018 წელს 401.3 მლნ-ს.