თბილისის მეტროს „საბურთალოს ხაზზე“ მოძრაობა აღდგა
თბილისის მეტროს „საბურთალოს ხაზმა“ მუშაობა განაახლა. ამის შესახებ „კვირას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს. საბურთალოს ხაზზე მოძრაობა დილიდან იყო შეფერხებული.
როგორც “კვირას” შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მეტროში შეფერხება მეტროსადგურ “დელისზე” ხის ძელის დაწვამ გამოწვია.
მათივე ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა და ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.