არტურ გერასიმოვი: ჩვენთვის, აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ანგარიშის მოსამზადებლად მთლიანი სურათი უკვე გასაგებია, ანგარიშს ხვალ სპეციალურ პრესკონფერენციაზე წარვადგენთ
ჩვენ ჩამოვედით აზერბაიჯანში ქვეყნის ხელისუფლების თხოვნით, რათა საარჩევნო პროცესს დავაკვირდეთ თუ რამდენად ხდება ეუთოს სტანდარტებისა და პრინციპების შესრულება,- ამის შესახებ ეუთოს დამკვირველებლთა მისიის სპეციალურმა კორდინატორმა არტურ გერასიმოვმა განაცხადა.
“ჩვენ აზერბაიჯანში მოკლევადიანი მისიით ვიმყოფებით, ჩვენს მისიაში შედის 358 დამკვირვებელი 41 ქვეყნიდან. საარჩევნო პროცესზე დაკვირვება ჩვეულებრივი პრაქტიკაა, რომელსაც ჩვენ როგორც წესი ეუთოს ქვეყნებში, დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილში მუდმივად ვატარებთ”,- განმარტა გერასიმოვმა.
მისი თქმით, არჩევნებამდე დამკვირვებლებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, პოლიტიკურ პარტიებს, კანდიდატებს, ექსპერტებს და სხვა, არჩევნებთან დაკავშირებულ პირებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან, საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ.
“ჩვენთვის, აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ანგარიშის მოსამზადებლად მთლიანი სურათი უკვე გასაგებია, ანგარიშს ხვალ სპეციალურ პრესკონფერენციაზე წარვადგენთ. ჩვენი დამკვირვებლები ბაქოში მონიტორინგს ატარებენ, ისინი იმყოფებიან განჯაში და სხვა რეგიონებში. ინფორმაციას გავაანალიზებთ. საზოგადოებას ინფორმაციას, ჩვენი პოზიციის შესახებ ხვალ მივაწვდით. ვიმყოფებით რამდენიმე საარჩევნო უბანზე და გვაქვს შესაძლებლობა საარჩევნო პროცესს შეუფერხებლად დავაკვირდეთ “,- აღნიშნა გერასიმოვმა.
ცნობისთვის, აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება. მოსახლეობამ ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს – “მილი მეჯლისის” 125 დეპუტატი უნდა აირჩიოს.
საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით დღეს, დილის 07:45 საათზე გაიხსნა. პირველმა ამომრჩეველმა ხმის მიცემა 8:00 საათზე შეძლო. აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვაზახინ პაჰანოვის თქმით, დეპუტატის მანდატისთვის 1314 კანდიდატი იბრძვის, აქედან 305 უპარტიოა.
დარეგისტრირებულ კანდიდატთა შორის, 79% მამაკაცია, 21% კი – ქალი.
რაც შეეხება ამომრჩევლებს, ცესკო-ს ცნობით, ხმის მიცემას საერთო ჯამში 5 329 460 ადამიანი შეძლებს. საარჩევნო უბნები საღამოს 19:00 საათზე დაიხურება.