ილჰალმ ალიევმა აზერბაიჯანში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰალმ ალიევმა მეუღლესთან, მეჰრიბან ალიევასთან და ოჯახის წევრებთან ერთად საკუთარი არჩევანი ბაქოში, 29-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საარჩევნო უბანზე 574 ამომრჩეველია დარეგისტრირებული. უბანზე დეპუტატობის მანდატისთვის 20 კანდიდატი იბრძვის.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივნის, ფარით ორჯევის ცნობით, 10:00 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობა, აზერბაიჯანის მთელ ტერიტორიაზე 12,57 პროცენტს შეადგენს. ჯამში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 5 573 საარჩევნო უბანი და 125 ოლქია.
ცნობისთვის, აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება. მოსახლეობამ ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს – “მილი მეჯლისის” 125 დეპუტატი უნდა აირჩიოს.
საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით დღეს, დილის 07:45 საათზე გაიხსნა. პირველმა ამომრჩეველმა ხმის მიცემა 8:00 საათზე შეძლო. აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვაზახინ პაჰანოვის თქმით, დეპუტატის მანდატისთვის 1314 კანდიდატი იბრძვის, აქედან 305 უპარტიოა.
დარეგისტრირებულ კანდიდატთა შორის, 79% მამაკაცია, 21% კი – ქალი.
რაც შეეხება ამომრჩევლებს, ცესკო-ს ცნობით, ხმის მიცემას საერთო ჯამში 5 329 460 ადამიანი შეძლებს. საარჩევნო უბნები საღამოს 19:00 საათზე დაიხურება.