თბილისის მეტროს “საბურთალოს ხაზზე“ შეფერხებაა
მეტროპოლიტენის „საბურთალოს ხაზი“ მგზავრებს დროებით არ იღებს. როგორც „კვირას“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ განუცხადეს, შეფერხება ტექნიკურ ხარვეზს უკავშირდება.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე შესაბამისი ჯგუფი მუშაობს.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ აცხადებენ, რომ მეტროპოლიტენის “საბურთალოს ხაზი” მგზავრების მიღებას რამდენიმე წუთში აღადგენს.