ადიგენში მდინარე ქვაბლიანზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს
ადიგენის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, ადიგენის – უდე – არალის გზაზე, მდინარე ქვაბლიანზე გადასასვლელი ახალი ხიდის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. ხიდი 9 სოფლის მოსახლეობას ადმინისტრაციულ ცენტრთან დააკავშირებს. მისი ღირებულება 531 903 ლარია.
სამუშაოების დასრულებამდე, მდინარე ქვაბლიანზე მოსახლეობის შეუფერხებლად გადაადგილებისთვის ალტერნატიული, დროებითი საავტომობილო ხიდი მოეწყო.
მიმდინარე სამუშაო პროცესს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე, საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილთან და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.