ნიუ-იორკის ათწუთიანი პიესების ფესტივალში ქართველი მსახიობი – ანა ჩერქეზიშვილი მიიღებს მონაწილეობას

7, 8, 9 თებერვალს, ნიუ-ორკის ბერძნული კულტურის ცენტრში, ათწუთიანი პიესების ფესტივალში – Fun Fast Feb Fest ქართველი მსახიობი – ანა ჩერქეზიშვილი მიიღებს მონაწილეობს.
სპექტაკლში „მეგობრების გარეშე“ („No friends“) იგი ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს.
სპექტაკლის რეჟისორია  ქრისი სილაიდი, პიესის ავტორი- მირნა დოვონე.
როლებს ასრულებენ „სტელა ადლერის“ ნიუ-ორკის ფილიალის სამსახიობო სტუდიის ყოფილი სტუდენტები.
ფესტივალში 15-მდე ქვეყანა მონაწილეობს – ამერიკის შეერთებული შტატები, საბერძნეთი, იტალია, ფილიპინები, კორეა, ინგლისი, პუერტო-რიკო, საფრანგეთი, გერმანია, ავსტრალია, ლიბანი, საქართველო, ირლანდია, კვიპროსი…
ფესტივალს ატარებს ნიუ-ორკის ახალგაზრდული საერთაშორისო თეატრის კომპანია  T.E.A.M. Theatre.
„კვირა“ დაუკავშირდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ანა ჩერქეიშვილს და სთხოვა, ორიოდე სიტყვით მოეთხრო ამ ფესტივალზე.

„ფესტივალში 12 სპექტაკლი მონაწილეობს, რომლებმაც მანამდე ნიუ-იორკის მასშტაბით გაიმარჯვეს კონკურსში. მათ შორისაა ჩვენი სპექტაკლიც. მანამდე კონკურსზე შევავსეთ აპლიკაცია.  ჩვენმა პიესამ გაიმარჯვა და ფესტივალზე 12 გამარჯვებულ სპექტაკლს შორის მოხვდა.
ბერძნულ კულტურულ ცენტრში გამართულ ფესტივალს  პროდიუსერები  და ასევე ნიუ-იორკელი მაყურებლები დაესწრებიან.
აქედან ერთი სპექტაკლი ფულად პრიზსაც მოიგებს, ვნახოთ, ეს უკვე სამი დღის მერე გადაწყდება. საბოლოო შედეგი 10 თებერვალს გვეცოდინება.
– რაზეა სპექტაკლი „მეგობრების გარეშე“?
 სხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტი უცხო ქვეყანაში მარტო გრძნობს თავს და დიდი დრო სჭირდება, სანამ მეგობარს იპოვის. მე და პიესის ავტორმა, წარმოშობით ფრანგმა მირნა დოვონემ ერთმანეთი „სტელა ადლერის“ სტუდიაში გავიცანით და დიდი ხანია, ერთად გვინდოდა სპექტაკლის დადგმა.  როცა ამ ფესტივალის შესახებ გავიგეთ, გადავწყვიტეთ პიესის – „მეგობრების გარეშე“ წარდგენა. მთავარი როლის შესრლება მირნა დოვონემ შემომთავაზა და გადავწყვიტე, ამეღო საკუთარ თავზე. ბერძენი რეჟისორი ქრისი სილაიდიც ჩვენი მეგობარია „სტელა ადლერის“ სტუდიიდან და სამივემ ერთად დავიწყეთ სპექტაკლზე მუშაობა.  მთავარი პერსონაჟი – მონიკა საქართველოდანაა და საერთაშორისო სტუდენტია ნიუ-იორკში.
ასე რომ, სამივემ ერთად გადავწყვიტეთ მუშაობა და გვიხარია, რომ სპექტაკლი გამოეხმაურება საერთაშორისო სტუდენტების გამოცდილებას.
– რატომაა ამ ფესტივალში მონაწილეობა მნიშვნელოვანი?
მნიშვნელოვნია, რადგან  მთავარი როლი მაქვს და ქართველ სტუდენტს ვთამაშობ. გარდა იმისა, რომ ფესტივალის მაყურებელი გამიცნობს, ასევე მნიშვნოვანია ჩემი არტისტული ზრდისთვის, რომ ეს პასუხისმგებლობა ავიღო სპექტაკლზე და წარვადგინო ის პერსონაჟი, რომელიც ემიგრაციის რთულ გზას მიჰყვება და კულტურულ ცვლილებებს განიცდის,  რაც მაყურებლის უმეტესობას ამერიკაში კარგად ესმის. მათ იციან, როგორი რთული პროცესია სტუდენტებისთვის სასწავლებლად ჩამოსვლა და სახლის დატოვება. შემდეგ აქაურ კულტურასთან და ცხივრებასთან შეგუება, რასაც დიდი დრო მიაქვს და ბევრი შრომა სჭირდება. რაც მთავარია,  სახლის, ქვეყნისადმი მუდმივი ნოსტალგიის განცდა არ მთავრდება. ეს რთული პროცესია და სწორედ ამაზეა ჩვენი სპექტაკლიც.

                                                                                                                                          თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები