„მერაბ მამარდაშვილი და ლიტერატურა“ – მწერალთა სახლში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება

ქართველი ფილოსოფოსის, მერაბ მამარდაშვილის დაბადებიდან 95 წლის აღსანიშნავად, 2025 წლის 15 სექტემბერს, მწერალთა სახლში გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია − „მერაბ მამარდაშვილი და ლიტერატურა“.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, კონფერენციის მიზანია:
✓ მერაბ მამარდაშვილის შემოქმედების კვლევის ხელშეწყობა;
✓ მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფიაში ლიტერატურის ადგილისა და როლის გააზრება;
✓ მერაბ მამარდაშვილის რეაქტუალიზაცია და პოპულარიზაცია, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში.

კონფერენციის თემატიკა:
✓ მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფიის საკითხები;
✓ ლიტერატურის ადგილი და როლი მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფიაში.

კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ განაცხადის შემოტანა შესაძლებელია 2025 წლის 25 ივნისიდან 25 ივლისის ჩათვლით.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა განაცხადი, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, უნდა გამოაგზავნოს მწერალთა სახლის ელფოსტაზე – info@writershouse.ge, საძიებო ველში მითითებით − „კონფერენცია“.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა უნდა გამოაგზავნოს შემდეგი დოკუმენტები:
✓ მოხსენების სათაური, საკვლევი პრობლემა და მისი აქტუალობა, კვლევის მოკლე აღწერა;
✓ CV (კვლევითი გამოცდილება; საკონტაქტო ტელეფონის ნომრისა და ელფოსტის მითითება სავალდებულოა);
✓ სამოტივაციო წერილი.
კონფერენციის დღის წესრიგი გამოქვეყნდება მწერალთა სახლის ვებგვერდზე, არაუგვიანეს 2025 წლის 20 აგვისტოსი.
კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია მომხსენებლებს მიეწოდებათ მათ მიერ მითითებულ ელფოსტაზე.
მოხსენებით გამოსვლის ხანგრძლივობა: 15 წუთი.
კვლევითი ნაშრომის მოცულობა: არაუმეტეს 25 გვერდისა, შრიფტი: Sylfaen, ზომა: 12.
მწერალთა სახლი მიესალმება კონფერენციაში ახალგაზრდა მკვლევრების მონაწილეობას.
კონფერენციის მასალების (კვლევითი ნაშრომების) საიუბილეო კრებული წლის ბოლომდე გამოიცემა, ხოლო წარდგენა გაიმართება მწერალთა სახლში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები