გროზნოში “Новая газета“-ს ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ

გროზნოში, გვიან ღამით, სასტუმრო „კონტინენტის“ შესასვლელთან, „ნოვაია გაზეტა“-ს ჟურნალისტს, ელენა მილაშინას და რუსეთში ცნობილ ადვოკატს, მარინა დუბროვინას, დაუდგენელი პირები, დაესხნენ თავს.

ამის შესახებ „ნოვაია გაზეტა“ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, თავდასხმაში ქალები და კაცები მონაწილეობდნენ.

ადვოკატი სასტიკად არის ნაცემი, ჩხუბში ძირითად, ქალები მონაწილეობდნენ, რომლებიც დუბროვინას ხელებს და ფეხებს ურტყამდნენ.

თავდამსხმელები საკუთარ ქმედებას კამერაზე იღებდნენ.

ჟურნალისტი და ადვოკატი საჩივრით ჩეჩნეთის სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები