საქართველოს ელჩმა იემენის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საუდის არაბეთში, ვახტანგ ჯაოშვილმა რწმუნებათა სიგელი იემენის პრეზიდენტს, აბდრაბუ მანსურ ჰადის გადასცა.

როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ცერემონიის შემდეგ გამართული შეხვედრისას საქართველოს ელჩმა იემენის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა დაადასტურა.

ვახტანგ ჯაოშვილმა მადლობა გადაუხადა იემენის მთავრობას საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

თავის მხრივ, იემენის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები და მხარი დაუჭირა კავშირების გაღრმავებას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში.

აბდრაბუ მანსურ ჰადიმ ვახტანგ ჯაოშვილს მის შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები