გორში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა
გორში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა. ღონისძიება ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის მუზეუმში გაიმართა.
გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს, მხატვრული კითხვის წრის აღსაზრდელებმა, ანზორ გვაძაბიას ხელმძღვანელობით, იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის “იავნანამ რა ჰქმნას“ მიხედვით, მცირე ლიტერატურულ კომპოზიცია წაიკითხეს და გაითამაშეს.
ღონისძიებას სკოლის მოსწავლეები, ახალგაზრდები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ.