ვლადიმერ პუტინი: იზრდება რეგიონალური კონფლიქტები, კაცობრიობა სახიფათო ზღვარს მიუახლოვდა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, განცხადებით, ტერორიზმის საფრთხე იზრდება, რეგიონალური კონფლიქტები მატულობს, შეიარაღებაზე კონტროლის სისტემა ინგრევა.

ამის შესახებ პუტინმა კრემლში, ელჩებისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის დროს განაცხადა.

„სამწუხაროდ, დღეს კაცობრიობა სახიფათო ზღვარს მიუახლოვდა. ორმაგდება რეგიონალური კონფლიქტები, იზრდება ტერორიზმის და ექსტრემიზმის საფრთხე. შეიარაღებაზე კონტროლის სისტემა ინგრევა“, – თქვა რუსეთის ლიდერმა.

მისი თქმით, არამდგრად მდგომარეობაში ასევე გლობალური ეკონომიკა იმყოფება.

პუტინის თქმით, პლანეტის მშვიდობა და უსაფრთხოება, დიდწილად, რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობაზეა დამოკიდებული, და ეს ურთიერთობა ერთმანეთის სუვერენიტეტის პატივისცემისა და თანაბარუფლებიანობის პრინციპზე უნდა იყოს დაფუძნებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები