“როცა დამიძახებენ, მივალ” – ვალერი გელაშვილმა, შესაძლოა, პარლამენტში კარლო კოპალიანი შეცვალოს

კარლო კოპალიანის ნაცვლად, შესაძლოა, პარლამენტში ვალერი გელაშვილი შევიდეს. გელაშვილი ამის შესახებ “კვირასთან” პირველ კომენტარს აკეთებს.

მისი თქმით, ჯერ ინფორმაცია არ აქვს და თვითონაც მოვლენების განვითარებას ელოდება.

“როცა დამიძახებენ, მივალ. შემდეგ კომიტეტზე ალბათ გაიტანენ ჩემს საკითხს. ჯერჯერობით სხვა ინფორმაცია არ მაქვს,”- აცხადებს ვალერი გელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, კარლო კოპალიანს დეპუტატის უფლებამოსილება დღეს შეუწყდა. კოპალიანისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტას 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ორი კი წინააღმდეგი იყო.

ოფიციალური განცხადება, ვინ შეცვლის კოპალიანს, ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა „ქართული ოცნების“ სიის მიხედვით შესაძლოა, პარლამენტში მის ნაცვლად ვალერი გელაშვილი შევიდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები