დღეს გახდება ცნობილი იმ ადამიანების ლაბორატორიული კვლევის შედეგები, რომელთა სინჯები კორონავირუსზე კვლევისთვის იქნა აღებული”

“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის” დირექტორის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შემოტანის და გავრცელების რისკი შეფასებულია, როგორც ძალიან დაბალი.

მისივე თქმით, დღეს გახდება ცნობილი იმ ადამიანების ლაბორატორიული კვლევის შედეგები, რომელთა სინჯები კორონავირუსზე კვლევისთვის იქნა აღებული.

“ჩვენთან კორონავირუსის შემოტანის და შემდგომი გავრცელების რისკი შეფასებულია, როგორც ძალიან დაბალი. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა მზადება გრძელდება. დღეს ცნობილი გახდება იმ ადამიანების ლაბორატორიული კვლევის შედეგები, რომელთა სინჯები აღებულ იქნა კორონავირუსზე კვლევისათვის. ჯერჯერობით, მსოფლიო მასშტაბით ადგილი აქვს შემთხვევათა ინტენსიურ მატებას. მსოფლიოში სულ რეგისტრირებულია 20 ათასზე მეტი შემთხვევა, ძირითადი ნაწილი კი ჩინეთში”,- განაცხადა ზახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები