საქართველოს ელჩმა რუანდის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ადის-აბება), ზურაბ დვალიშვილმა რუანდის რესპუბლიკის პრეზიდენტს, პოლ კაგამეს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა პრეზიდენტთან, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და რუანდის რესპუბლიკას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.

პრეზიდენტმა კაგამემ მიულოცა საქართველოს პირველ ელჩს რუანდის რესპუბლიკაში მისიის დაწყება და წარმატებები უსურვა მის მომავალ საქმიანობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები