ლაგოდეხის საბაჟო გამშვებ პუნქტზე საზღვარზე შემოსულ ყველა მგზავრს ამოწმებენ

ლაგოდეხის საბაჟო გამშვებ პუნქტზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები საზღვარზე შემოსულ ყველა მგზავრს ამოწმებენ.

როგორც ექიმი ნიკილოზ ხატიაშვილი ამბობს, მეორე დღეა რაც მონიტორინგს ახორციელებენ და ამ დრომდე ვირუსის სიმპტომი არ დაფიქსირებულა.

“მგზავრებს ვუსინჯავთ ტემპერატურას,მეორე დღეა რაც მონიტორინგი აქტიურად ხორციელდება.ჯერ არ დაფიქსირებულა საეჭვო სიმპტომები არცერთ მგზავრზე. შემოდიან სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები,იყვნენ ჩინეთიდანაც,თუმცა არა იმ პროვინციიდან, სადაც ვირუსია გავრცელებული”,- განმარტა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ვირუსის სავარაუდო სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, მგზავრების სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები