ირაკლი კოვზანაძე: დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდა სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგია

2019 წელს დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდა სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე „საქსტატის” მიერ დღეს გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომლის მიხედვით 2019 წელს ქვეყნის ეკონომიკა 5.2 % -ით გაიზარდა.

მისი თქმით, გასულ წელს, როცა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები განიხილებოდა, კომიტეტის ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, გადახედილიყო ეკონომიკური მაჩვენებელი ზრდის მიმართულებით. ჩვენი პროგნოზი გამართლდა-აღნიშნა კოვზანაძემ

მისივე განმარტებით, მაღალი ეკონომიკური აქტივობა რამდენიმე მიზეზმა განაპირობა: „ექსპორტისა და ფულადი გზავნილების ზრდის ტემპი შენარჩუნებულია. მიუხედავად ზაფხულში არსებული პრობლემებისა, 2019 წლის ოქტომბერიდან ტურისტული შემოსავლები იზრდება, ბოლო პერიოდში დაფიქსირდა დაკრედიტების მაღალი ზრდა, ასევე გვაქვს კარგი მაჩვენებლები ფისკალური მიმართულებით”, – განაცხადა კოვზანაძემ.

ასევე აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს 2020-2024 წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი, დაახლოებით 5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა ექნება ევროპისა და რეგიონის ქვეყნებთან შედარებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები