თურქეთში ქართველი ემიგრანტი ქალი მანქანაში ჩაცხრილეს

თურქეთში, ქალაქ კაისერში ქართველი ემიგრანტი ქალი, ირმა კრავეიშვილი სხვა პირებთან ერთად, მანქანაში ჩაცხრილეს.

არსებული ინფორმაციით, ირმა კრავეიშვილი მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

როგორც „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადა, მომხდარის შესახებ თურქეთში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია, თუმცა ოფიციალური შეტყობინება არ შესულა.

„საკონსულო ოჯახის ახლობელთან არის კომუნიკაციაში, ისევე როგორც თურქეთის შესაბამის უწყებებთან“, – აღნიშნეს საგარეო უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები