გია ვოლსკი: საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა მხოლოდ ორი ქვეყნის ინტერესი კი არა, რეგიონის სტაბილურობისა და განვითარების გარანტიაცაა

“საქართველო-აშშ-ს შორის პარტნიორობა არის და პარტნიორობის ასეთი დონე, რაც ჩვენს პერიოდში იყო, არასდროს არ ყოფილა”, – ამის შესხებ პარლამენტის პირველმა, ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ამერიკული გამოცემა THE HILL-ის სტატიაზე საუბრისას განაცხადა, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-ს საქართველოს მსგავსი სანდო მოკავშირე ქვეყანა სჭირდება.

მისივე თქმით, ეს არა მხოლოდ ორი ქვეყნის ინტერესი, არამედ რეგიონის სტაბილურობისა და განვითარების გარანტიაა.

“ვფიქრობ, რომ კიდევ მეტი იქნება ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო პარტნიორობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ფუნდამენტი, რომელიც უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ბალანსის გარანტიას ჩაეყარა, იქნება დაზიანებული. ამას არც ერთი მხარე არ დაუშვებს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ცნობისათვის, ამერიკული გამოცემა THE HILL სტატიას “ამერიკას სჭირდება საქართველოსნაირი სანდო მოკავშირეები” აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ამერიკას სჭირდება სანდო მოკავშირეები, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ რეგიონის უსაფრთხოებაში, საქართველო, ნატო-ს ეგიდით ოპერაციებში მონაწილეობის სანიმუშო ისტორიით, სწორედ ასეთი მოკავშირეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები