ფოთში აქციის მონაწილე მოვაჭრეებს მერია გამოეხმაურა

ფოთში აქციის მონაწილე მოვაჭრეებს მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, თენგო შონია პასუხობს.
როგორც შონიამ “რეგიონულ კვირას” განუცხადა, აქციის მონაწილეთა მოთხოვნდა კანონიერი არ არის.

“შეთანხმება ის იყო რომ ეს ხალხი მივიყვანეთ ფართების მეპატრონესთან, შეთანხმდნენ ფართზეც და სამ დღეში უნდა ჩაებარებინა ეს ფართი მეთევზეებისთვის. ეს შეთანხმება შეიცვალა მეთევზეების მხრიდან და რატომ, არც გვითხრეს, ესენი ითხოვენ უკანონობას. ითხოვენ რომ მერიამ მათ ტერიტორია გამოუყოს და ფართიც აუშენოს. ასე არ ხდება, ეს ბიზნესია და ბიზნესს ბაზარი მართავს. ვისთანაც ვთანამშრომლობით ის პიროვნება ამაზე თავს არ იტკიებს, თან ერთ დღეში იურიდიულად ეს არ გვარდება. ის რომ მერიამ აუშენოს ბიზნესს ფართი და მისცეს უსასყიდლოდ. ძალიან ბევრი შენობაა ფოთის ბაზარში ცარიელი, მაგრამ მათ არც ერთი არ აწყობთ, რადგან უნდათ ახალი ფართი და ტერიტორია, შესაბამისად მოდიან ყველანაირ პროვოკაციაზე,  – განაცხადა თენგო შონიამ.
ცნობისთვის, ფოთში, მეგრელიშვილის სანაპიროზე მოვაჭრეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. ისინი თევზის ბაზრობის გაუქმებას აპროტესტებენ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები