პოლიციამ თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე სუპერმარკეტ „სპარის“ თანამშრომლის დაჭრისთვის ერთი პირი დააკავა

თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე სუპერმარკეტ „სპარის“ თანამშრომლის დაჭრისთვის ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით არის დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ ლუბლიანას ქუჩაზე სუპერმარკეტ „სპარის“ თანამშრომელი, 24 წლის მამაკაცი მარჯვენა ფერდქვეშა არეშია დაჭრილი. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები