გაბრიელ სალოსის გამზირზე ავარია მოხდა, გარდაცვლილია ბავშვი 

ბევრი გაბრიელ სალოსის გამზირზე, 102 ნომერში, ავარია მოხდა.

როგორც “კვირას” კორესპონდეტი ადგილიდან იუწყება გარდაცვლილია 7 წლის ბიჭი. მისივე ინფორმაციით, ბავშვის ვინაობა დაუდგენელია, რადგან ბავშვის ოჯახის წევრები ამ დროისთვის შემთხვევის ადგლზე არ მისულან.

თვითმხილველები ამბობენ, რომ  ბავშვი სავარაუდოდ ბაბუასთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც “კვირას” შსს-ში  განუცხადეს აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 276 -ე მუხლის მეექსვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები