SOCAR Carbamide-მ „ბაქო-თბილისი -ყარსის“ მეშვეობით, კარმაბიდის საკონტეინერო გადაზიდვა დაიწყო

SOCAR Carbamide-ის ქარხნიდან აზერბაიჯანული კარმაბიდის ( შარდოვანა) საკონტეინერო გადაზიდვები დაიწყო.

აზერბაიჯანული კარმაბიდის პირველი 997,5 ტონიანი პარტია კომპანია Pinharras-მა შეიძინა. ტვირთი სუმგაითის ქიმიური ქარხნიდან „ ბაქო თბილისი-ყარსის“ სარკინიგზო მაგისტრალით თურქეთში გადაიტვირთა.
SOCAR Carbamide- ის ქარხანა ექსპლუატაციაში 2019 წლის 16 იანვარს შევიდა, რომელიც სუმგათის ქიმიური სამრეწველო პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს. საწარმოს შეუძლია 650-660 ათასი ტონა შარდოვანის პროდუქციის წარმოება.

შეგახსენებთ, რომ „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზა სატრანსპორტო დერეფანია, რომელიც აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სარკინიგზო ქსელებს აკავშირებს. რკინიგზა ექსპულატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები