სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი: ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტის ფასის ზრდა არ განიხილება

ქუთაისში მუნიციპალურ ტრანსპორტზე ფასის ზრდა ამ ეტაპზე, არ განიხილება – ამის შესახებ შპს სატრანსპორტო კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ცხვედიანმა განაცხადა.

ქუთაისში მალე ახალი ავტობუსები შემოვა, გაიზრდება თუ არა მგზავრობის ღირებულება ამასთან დაკავშირებით ირაკლი ცხვედიანი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ამაზე საუბარი ნაადრევია.„ მგზავრობის ღირებულების გაზრდასთან დაკავშირებით, რაც შემიძლია ზუსტად გითხრათ ამ თემაზე განხილვა არ მიმდინარეობს. ტარიფის ზრდა არ არის მარტივად გადასაწყვეტი თემა, ამას სჭირდება კალკულაცია, პრაქტიკული მუშაობის დროს გაანალიზება, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დაიდოს დასკვნა ტარიფი გაიზრდება თუ არა. ჯერ ავტობუსებიც არ არის შემოსული.
რაც შეეხება შტატების დამტკიცებას, ჯერ არცერთი შტატი არ არის დამტკიცებული. კადრების შერჩევა მოხდება მათი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის მიხედვით“,- განაცხადა ცხვედიანმა.
შეგახსენებთ ირაკლი ცხვედიანმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც დღეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგა შუშანიამ ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურს გაზრდაზე ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები