საბჭოთა ბიბლიოთეკის ნანგრევები ახალციხეში (ფოტოკოლაჟი)
ახალციხეში, ის დასახლება სადაც ყოფილი ბიბლიოთეკა და სააქტო დარბაზი იყო, სამხედრო დასახლების სახელითაა ცნობილი. ადგილობრივები მას “პრაგრანატრიადს” ეძახიან. ე.წ “პაგრანატრიადი” ახალციხეში 60-იან წლებში გაშენდა და ის ერთ-ერთი ძველი გარეუბანია.
ტერიტორია საბჭოთა კავშირის სასაზღვრო ჯარს ეკუთვნოდა, სადაც რუსი ოფიცრები ოჯახებთან ერთად ცხოვრობდნენ.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 90-იან წლებში ამ ტერიტორიაზე შტაბები, ყაზარმები და სხვა სამხედრო შენობებიც იყო.
“პაგრანატრიადი” დღეს, საქართველოს სასაზღვრო ჯარს ეკუთვნის.
აღნიშნულ დასახლებაში 10-მდე ავარიული შენობაა. ფოტოებს სოციალურ ქსელში “კინოკლუბი” ავრცელებს.