ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილ ე.წ. შს მინისტრს დე ფაქტო პრეზიდენტობა სურს – ძიაფშბამ ე.წ. ცესკოში განაცხადი შეიტანა

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. შს მინისტრი, ლეონიდ ძიფშბა, დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის.

ძიაფშბამ ე.წ. ცესკოში განაცხადი დღეს შეიტანა.

ლეონიდ ძიფშბა დე ფაქტო პრეზიდენტად კენჭს 2014 და 2019 წლებშიც იყრიდა. ე.წ. შს მინისტრის თანამდებობას ორჯერ იკავებდა, ასევე ოკუპირებული აფხაზეთის ფეხბურთის ე.წ. ფედერაციის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატების განაცხადების მიღება, 22 იანვარს დაიწყო და 11 თებერვალს დასრულდება. ძიაფშბა პირველი კანდიდატია, რომელმაც დოკუმენტები წარადგინა.

ასევე ცნობილია, რომ კენჭს ოპოზიციის ლიდერი, ასლან ბჟანია, იყრის. ყოფილმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ, ე.წ. არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა.

ოკუპირებულ აფხაზეთში განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები