შვეიცარიაში პოლიციამ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ციურიხში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, რომელიც სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა.

პოლიციამ შეკრებილების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

მანამდე, აქციის მონაწილეები პოლიცილების მისამართით ბოთლებს ისროდნენ, მომხდარის შედეგად სამი ადამიანი დააკავეს.

ერთ-ერთი გამვლელი და პოლიციელი დაშავდნენ, ორივე მათგანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

დავოსში, ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმი 21-24 იანვარს ტარდება. წელს ფორუმში 117 ქვეყნიდან 3 ათასი ოფიციალური პირი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები