რამდენს და რომელ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს ჰყიდის საქართველო

საქსტატი მონაცემებით, 2019 წელს 2018 წელთან შედარებით საქართველოდან განხორციელებული ექსპორტი 12.4 %-ით გაიზარდა და 3.8 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს ძირითადი საექსპორტო პროდუქცია მსუბუქი ავრომობილები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები,ასევე ფეროშენადნობებია, თუმცა ექსპორტში მნიშვნელოვნად გაიზარდა სასოფლო – სამეურნეო პროდუქტის წილიც. მაგალითად, ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2014 წელთან შედარებით ღვინის ექსპორტი 13.2%-ით გაიზარდა და 223 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება სხვა პროდუქციას:
მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი- 133.5 მლნ აშშ დოლარი ( ზრდა 21.2% );
თხილის ექსპორტი – 67 მლნ აშშ დოლარი ( ზრდა 10.6%);
ციტრუსის ექსპორტი -21 მლნ აშშ დოლარი ( ზრდა 44.4%);
სანელებლების ექსპორტი – 11 მლნ აშშ დოლარი ( ზრდა 24.7%);
ვაშლის, მსხლის და კომშის ექსპორტი – 5 მლნ აშშ დოლარი ( ზრდა 210.7%);
ატმის, გარგარის, ალუბლის, ბლის, ქლიავის და ღოღნოშოს ექსპორტი – 13 მლნ აშშ დოლარი ( ზრდა 53.2%).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები