თბილისის მერიამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია რკინის ჯებირებითა და მწვანე ღობით შემოღობა

თბილისის მერიამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია რკინის ჯებირებითა და მწვანე ღობით შემოღობა.

რკინის ღობე პარლამენტის შენობის წინ თბილისის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა დღეს, გამთენიისას განათავსეს.

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პარლამენტის შენობის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება.

„ჩვენ ვიწყებთ პარლამენტის შენობის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ყველანაირად იქნება მოწესრიგებული. იქნება ახალი ფილები, მოწესრიგდება შადრევნები, გამწვანების სამუშაოები იწარმოებს და იქნება ერთ-ერთი ულამაზესი სივრცე, როცა დავამთავრებთ სამუშაოებს“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები